Branchentrends und innovative Lösungen – Der Expertenblog von BAUER GROUP

რა უნდა ვიცოდეთ ETIAS აპლიკაციის შესავსებად?

Written by გიორგი გიორგაძე (Giorgi Giorgadze) | იან 16, 2025 1:06:07 PM

ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება. უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების მოქალაქეებმა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, სამოგზაურო ნებართვის მისაღებად წინასწარ უნდა შეავსონ ETIAS ფორმა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამოგზაურო ავტორიზაცია არ იძლევა სასურველ ქვეყანაში შესვლის გარანტიას და მოგზაურებს მაინც მოეთხოვებათ ყველა საჭირო დოკუმენტაციის მესაზღვრისთვის მიწოდება საზღვრის გადასაკვეთად.

რა ინფორმაცია მოითხოვება?

აპლიკაცია უნდა შეივსოს შემდეგი დეტალებით:

  • პერსონალური ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, ეროვნება, საცხოვრებელი მისამართი, მშობლების სახელები, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
  • პასპორტის მონაცემები;
  • განათლების დონე და ამჟამინდელი საქმიანობა;
  • ინფორმაცია დაგეგმილ მოგზაურობაზე;
  • ნასამართლეობა, ნებისმიერი წარსული მოგზაურობა ომის ან კონფლიქტის ზონებში, თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც რომელიმე ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოგთხოვეს.
განაცხადის გაგზავნამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად არის შევსებული.
 

შესაძლებელია საერთო განაცხადის შეტანა?

ყოველი მოგზაურისთვის საჭიროა ინდივიდუალური განაცხადის შევსება, მათ შორის არასრულწლოვანისთვის.


როდის უნდა შეივსოს აპლიკაცია?

რეკომენდირებულია აპლიკაცია შეავსოთ მანამდე, სანამ რაიმე სამოგზაურო ხარჯს გასწევთ, როგორიცაა თვითმფრინავის ბილეთი ან სასტუმრო. განაცხადების უმეტესობაზე პასუხი რამდენიმე წუთშუ გაიგზავნება ავტომატურად, პროცესი შეიძლება მაქსიმუმ 96 საათამდე გაგრძელდეს. თუ განაცხადი ავტომატურად ვერ დამუშვდა და შესაბამის თანამშრომლებს გადაეცათ, პროცესი შეიძლება 30 დღემდე გაგრძელდეს.


რა ენაზეა ხელმისაწვდომი განაცხადი?

განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ევროკავშირის 24-ვე ოფიციალურ ენაზე: ბულგარული, ხორვატული, ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ინგლისური, ესტონური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, უნგრული, ირლანდიური, იტალიური, ლატვიური, ლიტვური, მალტური, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, სლოვაკური, სლოვენური, ესპანური, შვედური. თუმცა, განაცხადი შეივსება მხოლოდ ლათინური ანბანის გამოყენებით.


როგორ მივიღებთ  განაცხადის პასუხს?

განაცხადზე პასუხი მოვა თქვენს მიერ განაცხადში მითითებულ ელფოსტაზე. ყურადღება უნდა იყოთ სპამ ფოლდედრსაც. მნიშვნელოვანი განაცხადში მითითებულ იმეილზე წვდომა შემდეგაც გქონდეთ.

 

რამდენია განაცხადის საფასური?

განაცხადის საფასურია 7 ევრო, რომელსაც გადაიხდით საბანკო ბარათით. 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული განმცხადებლები ამ გადასახადისგან თავისუფლდებიან

 

რა ვადა აქვს სამოგზაურო ნებართვას?

განაცხადზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, სამოგზაურო ნებართვა ძალაშია მაქსიმუმ 3 წლის მანძილზე, ნაკლები ვადით თუ მოგზაურის პასპორტს მანამდე გასდის ვადა. 

 

რა მოხდება თუ განაცხადზე უარყოფითი პასუხი მოვა?

ამ შემთხვევაში ვერ იმოგზაურებთ და გექნებათ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

 

შეიძლება განაცხადი მესამე პირმა შეგვივსოს?

დიახ, განმცხადებელმა შეიძლება ისარგებლოს მესამე პირის სერვისით თავისი სახელით განაცხადის შესავსებად, რაც უნდა დასტურდებოდეს ხელმოწერილი წარმომადგენლობის დეკლარაციით.